“ალიას” დაუკავშირდა კარანტინში გუშინ გადაყვანილი მოქალაქე:
“გუშინ გადმოგვიყვანეს კარანტინში, თბილისში, კლინიკა “ლანცეტის” სასტუმროში.
დაგვირეკეს და გვკითხეს, ვიყავით თუ არა დაინფიცირებულთან 1 მეტრის რადიუსში 15 წუთზე მეტი ხნით. ვუთხარი რომ – კი! მომაკითხეს და წამომიყვანეს.
გუშინს მერე აქ ვარ და ჯერ თვალით არ მინახავს ექიმი. გუშინ მოგვიტანეს ციცი სუპი, დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ კარაქიანი პური და ყველის კუბიკი.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ცივა, გათბობა ჩართული არ არის, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი გაცივდება.
სიცხე არ მქონდა და ახლა 37.5 მაქვს, ვითხოვ ექიმს და მპასუხობენ, მოვაო, როდის მოვა – არ გვეუბნებიან.
რ აგვიღეს ანალიზი! კარანტინში მოთავსებას მაშინ აქვს აზრი თუ ანალიზის პასუხს ველოდებით, თორემ მაშინ ჩემი ოჯახიც და ახლობლებიც კარანტინში უნდა იყვნენ.
მოეთავსებიათ კარანტინში რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოფრენილები და არ მოგვიწევდა ჩვენ შემხებლობაში ყოფნა. ახლა ჩვენი ცივ ნომრებში ყოფნა რა შედეგის მომტანია, 20-მდე ადამიანი ვართ აქ და ჩვენ რამდენთან ვიყავით შემხებლობაში? ვინ დაადგენს?
ვითხოვთ ექიმს და ანალიზების აღებას, ჩაგვირთონ გათბობა, გავიყინეთ. თავად თუ არ შეუძლიათ ნორმალური კვების უზრუნველჰყოფა, მისცენ ოჯახებს საშუალება, შემოგვიგზავნონ.”
“ალია” მთელი დღეა ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ.
ალია
კომენტარები