ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი არჩილ ჯალაღონია, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას სოციალური ქსელით ეხმაურება:
„რას უცდით, რატომ არ იკეტება ქალაქები?! სადამდე უნდა დამძიმდეს სიტუაცია?! კლინიკაში ადგილები არაა და ხალხი თავისით ვერ ხვდება ნიღბის აუცილებლობას. მთავრობა მაინც მიხვდეს, რომ წინ კატასტროფა გველის, თუ არ გაწყდა გადაცემათა ჯაჭვი 2-კვირიანი საყოველთაო კარანტინით…
რა ეკონომიკა, თითიდან გამოწოვილი სტანდარტები და წინასაარჩევნო მასკარადი, ყოველდღე ათეულობით თანამოქალაქე გვიკვდება, ვერ ავუდივართ პაციენტთა რაოდენობას. ვისთვის გავაკეთო არჩევანი, თუ ჩემი ხალხი დაავადმყოფდა. ვემიჯნები ყოველგვარ წერტილოვან შეზღუდვებს და ვითხოვ, როგორც ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი (მაქვს ეს განათლებაც) დაწესდეს რამდენიმეკვირიანი მასიური შეზღუდვები, როგორც გაზაფხულზე. ეპიდემია დაწევს სიჩქარეს, მანამდე ვაქცინაც მოუსწრებს ხალხს”
კომენტარები