„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
სრული განუკითხაობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა პირბადისა, არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ არის დანერგილი, არცერთი! კატასტროფა! უპასუხისმგებლობა!
სად ხართ ტრანსპორტის სამსახურები? სად ხართ ჯანდაცვის სამინისტრო? სად არის გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები? ვინ ახორციელებს მონიტორინგს მგზავრობაზე? თბილისის მერია საერთოდ რას აკეთებთ?
ფოტოები:
ავტობუსი N24 (გლდანი) 11 ივნისი 08:30
ავტობუსი N124 11 ივნისი 19:00 (მე თვითონ გადავიღე)
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა “ფაბრიკაში” გადაღებული ფოტოები, რომელზედაც ყველამ გააკეთა კომენტარი და ჩვენ მოგვიწოდეს წესრიგის დაცვისკენ…
ვინ არის პასუხისმგებელი წესრიგის დაცვაზე?
ვის ვუხდით წესრიგის აღდგენაში ხელფასს?
და რატომ არ გამოჰყავს თბილისის მერიას მეტი ავტობუსი, ხომ ფაქტია, რომ არ არის საკმარისი ის, რაც ქალაქში დადის?
კომენტარები