ეკონომისტი გიორგი ჩახაია:
„სააკაშვილს არათუ შიმშილობა, არამედ რეალური მარხვა და საკუთარი ცოდვების რეალური მონანიება მართებს, ვინაიდან უამრავი ბოროტება აქვს ჩადენილი და ვინაიდან მის კვებას ეხება საკითხი, ერთ კონკრეტულ ფაქტს შეგახსენებთ, რაც კი მას ბოროტებები ჩაუდენია ერთ-ერთს მათ შორის.
როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილი, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ქართველ მზარეულს არ კადრულობდა და სპეციალურად ესპანელ მზარეულს – სერხიო ქალდერონ ლატასას ქირაობდნენ ნაცები.
კარგად გაიაზრეთ მეგობრებო რას ვამბობ:
როდესაც, ოფიციალურად, ოფიციალური მონაცემებით, მილიონ ადამიანზე მეტი იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და მათ შორის უამრავი ბავშვი იყო მშიერი ან ნახევრადმშიერი მაინც, სააკაშვილი ქართველ მზარეულსაც კი არ კადრულობდა და ესპანელი მზარეულის მომსახურებაში ხარჯავდა ბიუჯეტის ფულს. ბიუჯეტის ფულს, რომელიც ჩვენი (ხალხის) ფული იყო და მათ შორის იმ მშიერი ბავშვების და მათი მშიერი მშობლების.
ამიტომაც კატეგორიულად დაუშვებელია ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება, ისევე როგორც ქოცების ხელისუფლებაში დარჩენა.
ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ჩემო კარგო ადამიანებო“
კომენტარები