არასამთავრობო ორგანიზაცია Femina–ს დამფუძნებელი, ნინო ბაისონაშვილი:
ესე იგი ქალს ჰყავს იდიოტი, უნებისყოფო ქმარი და უარესი დედამთილი, დანიშნულია17 წლის ასაკში (!) მალევე აჩენს ბავშვს, რის შემდეგაც იწყება ტერორი, პირდაპირი ჩარევა წყვილის ცხოვრებაში. საბოლოოდ აღწევს მიზანს. წყვილი შორდება. ეს ქალი ფიქრობს,რომ დედამთილმა ჯადოები გაუკეთა ქმარს. ამიტომ აპირებს ბრძოლას მისი განჯადოებისთვის. ჟანრის კლასიკა მოკლედ. კომენტარები: წადი მამა აკაკისთან, ჯადოს ძალას ეკლესიაც აღიარებს და ბლა ბლა ბლა. შუა საუკუნეები !
ანუ კაცი კი არ არის უნებისყოფო, იდიოტი და უპრინციპო, ჯადოქარი დედამთილი ყოფილა რაც ყოფილა.
აი, ეს არის ეკლესიის დანიშნულება ჩვენს ქვეყანაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ანონიმური წერილი:
“17 წლიდან ვიცნობ ქმარს 3 წელი ვიყავით შეყვარებულები და დამნიშნა ისე გავყევი. პირველი შვილი მომცილდა მეორეზე რომ დავრჩი ჩემი დედამთილი გაგიჟდა დე*ილი გეყოლება და არ მინდა ესეთი შვილიშვილიო. დავამატებ არ ვუნდოდი თავიდანვე სხვა უნდოდა რძლად და მე სულ მამცირებდა. ქმარმა წამავლო ხელი და ქირით გავედით. ბავშვი რომ დაიბადა შემოგვიძვრა მეგონა გამოსწორდებოდა, მაგრამ უარესები დაიწყო მერე გავიგე რომ შვილს ჩუმად უკეთებდა ჯადოებს, მე რომ შევზიზღებოდი ხოდა მიაღწია და დაგვაცილა.
მე წავედი დედასთან ბავშვს რათქმაუნდა მამა ნახულობდა მიყავდა კიდეც და ბავშვმაც დაინახა რომ უსხამდა ჩუმად რაღაცას საჭმელში. მალევე ისე მოხდა, შევრიგდით და რადგან შემრიგდა შვილი მკვდრად გამოაცხადა.7 წელი არ მოუკითხია და 5 თვის უკან გამოჩნდა მაგას დაშორდიო და ვინც გინდა მოიყვანეო ხო იციო ეგ არ მინდოდაო. ჩემმა ქმარმა გალანძღა შემეშვიო. მოკლედ ძაან ეჩხუბა ხოდა დაახლოვებიით ერთ კვირაში ჩემი ქმარი გადაირია, ღამე ხტებოდა საწოლიდან რო არ წავიდე დავლე**ავო რამეს დაგიშავებო, თან ცრემლები სცვიოდა. მე რომ ვუჯდებოდი გვერდით ცხელი ოფლი ასხავდა რა სუნი დგას სახლშიო, გახდა აგრესიული, ხალხო ადამიანი სულ სხვა გახდა გაორებული და გაცოფებული. ხოდა ერთ დღესაც წავიდა და აღარ დაბრუნდა ეხლა კი დედასთან ცხოვრობს. სხვათაშორის პირველ შვილსაც დაუნგრია ოჯახი თავისი ბინძური ხრიკებით. ამიტომ ბრძოლას ვაპირებ და წმენდების ჩატარებას, ისე გამორიცხულია რომ დაბრუნდეს. შვილის გარეშე ვერ ძლებდა ეხლა კი არც რეკავს. ძალიან ცუდად ვარ, გავნადგურდი
კომენტარები