ადამიანი, რომელიც ბეირუთში მომხდარი გუშინდელი ქიმიური აფეთქების შედეგად, მძლავრმა ტალღამ დიდი დაზიანებების ფონზე უგონო მდგომარეობაში ზღვაში გადაისროლა, 30 საათის შემდეგ დიდი რაოდენობით სისხლდაკარგული, თუმცა მიუხედავად დაზიანებისა, ცოცხალი იპოვეს. ბეირუთის პორტში დასაქმებული მუშის, ამინ-ალ ზაჰედის ფოტო ინსტაგრამზე განათავსეს- იგი მითითებული გახლდათ აფეთქების შედეგად გაუჩინარებელ ადამიანთა სიაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, თუ როგორ უჭირავთ მაშველთა წევრებს სისხლით დასვრილი ადამიანი გემის გემბანზე. როგორ გაირკვა, იგი ალ-ზაჰედი აღმოჩნდა. პორტის თანამშრომელი რაფიკ ჰარირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მიიყვანეს ბეირუთში. ექიმები გაოცებული არიან და ვერ მალავენ თავიანთ გაკვირვებას, თუ როგორ მოახერხა ამდენი საათის განმავლობაში მძიმე ჭრილობების ფონზე მყოფმა ალ-ზაჰედმა გადარჩენა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა აგრეთვე ბეირუთის ცენტრშიც, სადაც ნანგრევებში მოყოლილი მძიმედ დაჭრილი გოგონა 24 საათის შემდეგ გადაარჩინეს.
ბოლო მონაცემებით 135 ადამიანი გარდაიცვალა აფეთქების შედეგად, ხოლო 5000 კი მძიმედ დაიჭრა. ამ დრომდე აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები- ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო სამუშაოები.
ნიუპოსტი
კომენტარები