„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძლოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ“, – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე Facebook-ზე წერს.
„წარმოდგენაც ძნელია, როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს, ვინც ამას აკეთებს. ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები. და ამ ადამიანებს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც აგერ ჩემს ფბ მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე.
“ქართული ოცნება” და მასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა“, – აღნიშნავს მენაბდე.
კომენტარები