ისრაელში მცხოვრები ქართველ-ებრაელი ექიმი, ანა-კოლ შიმშილაშვილი:
…. 

-როგორ ხართ ბატონო ჯამლეტ?
– სპორტულად! 

ან კიდევ:
– აბა, ანუშკი როგორ ხარ, ხომ ხარ სპორტულად?
დღეს ებრაული კალენდრით ფესახი შემოდის, ებრაელთა მონობიდან გამოსვლის დღესასწაული!
დედასგან მსმენია, ამ დღეს მიბარდე უფალს, მხოლოდ მადლიანთა ხვედრიაო!
ბატონი ჯამლეტი კი ზუსტად დღეს მიბარდა უფალს!
ფესახს გილოცავ ბატონო ჯამლეტ! თქვენ შეაბიჯეთ დღეს ფეხი თავისუფლებაში , უსასრულობაში, იქ სადაც ყველა თანასწორია, არაა მონობა და არაა მატერიალიზმი.
თქვენ დღეს უმაღლეს საფეხურზე აბრძანდით!
ძალიან მეტკინა! ეს ადამიანური ეგოიზმია თქვენი დაკარგვის…
მტკივა …მტკივა
“კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს….”
ქართველთა და ებრაელთა დიდ ქალაქს…
უფ, როგორ მტკივა, ძალიან მიყვარდა!
ოხ..
ჩემსას ვერაფერს ვიტყვი, ერთის გარდა:
მადლობა!
მადლობა!
მადლობა!
და… ბოდიში!
“რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც –
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს –
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.
მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან –
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.
და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს – ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს…
და თითქოს ვითვლით – ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!”
ეს ლექსი გიორგი შავგულიძეს პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ მიუძღვნა, მაგრამ ამ წუთას…
ვუსამძიმრებ ულამაზეს ქალბატონ ევას, მათი სიყვარულის ისტორია ხომ ცალკე თემაა…
ამ სიყვარულმა აკეთებინათ დიდი საქმეები!

კომენტარები