6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრალდებული მანამდე, 2006 წელს გაასამართლეს გარყვნილი ქმედებისთვის და მას ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს.
სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი – სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა.
ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო – მეზობელი. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
პოლიციას პედოფილიის შემთხვევის შესახებ თვითმხილველმა მიმართა.
პოლიციაში ფსიქოლოგების და სოცმუშაკებისთანდასწრებით დაიკითხნენ დაზარალებულად ცნობილი 6 წლის ბავშვებიც. მათი თქმით, ბრალდებული მათ ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს შესახებ არავისთან ეთქვათ და ბიძიასთან ერთად ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
კომენტარები