მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მართლა ხშირად მგონია ხოლმე, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, ნამდვილი ამბავი არ არის.
* კაცმა ბავშვი გააუპატიურა და სანამ ბავშვმა თავი არ მოიკლა, არც დააპატიმრეს;
* სახელმწიფო საზღვარი ჩაკეტილია და მაღალჩინოსნების ოჯახები აქეთ-იქით დაფრინავენ;
* სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, აიცრება ერი, თუ არა;
* სკოლამ და პოლიციამ 15 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა: სკოლამ 500 ლარი გადაიხადა ჯარიმა, ერთ პოლიციელს 3 წელი მიუსაჯეს, დანარჩენი პოლიციელები ძველ პოსტებზე დარჩნენ;
* გოგომ თავი მოიკლა და მისი დღიურები პრესაში გამოქვეყნდა;
* სამედიცინო პერსონალის უპასუხსიმგებლობის გამო 16 წლის გოგო გარდაიცვალა და “უზენაესმა” ექიმმა გამოაცხადა, მერე რა, საფრანგეთშიც ხდება ეგეთებიო.
და რაც ყველაზე დაუჯერებელია:
სასულიერო და საერო მაღალ, საშუალო და დაბალჩინოსნების უპასუხისმგებლო, უზნეო და ამორალურ საქციელებზე, ხალხის რეაქცია ბევრად უფრო უზნეო და ამორალურია!”
კომენტარები