ავსტრიაში 82 წლის კაცს, მარცხენა ფეხის ამპუტაცია სჭირდებოდა, მედიკოსებმა კი მარჯვენა ქვედა კიდურის გარეშე დატოვეს.
ინფორმაციას საბედისწერო ქირურგიული ოპერაციის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„შეცდომა მხოლოდ სახვევების შეცვლის დროს აღმოაჩინეს. ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტრომ და ადგილობრივმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო“, – წერს მედია.
მამაკაცს, განმეორებითი ოპერაცია დასჭირდება, რომელის შემდეგაც, არც ერთი ქვედა კიდური აღარ დარჩება.
კომენტარები