კესარია აბრამიძე გადაცემაში “სთორი” პირადი ურთიერთობების შესახებ საუბრობს:
„ცხოვრებაში ძლიერი ვარ. თუმცა, კაცთან არა. ამას თავისებურად ქალური ჰორმონი აკეთებს, რომ ავტომატურად ვხდები „ფისო“. მე ასე ვარ, სხვა არ ვიცი…
ეჭვიანობის სცენები მეგოიმება, შეიძლება დაუჯდე და აუხსნა… თუ ამოვწურეთ ერთმანეთი, კარგად იყავი, შემდეგი და დავიწყეთ ახალი ცხოვრება და ყველა ასაკში შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება.
მე ურთიერთობაში შოუ ვარ. როცა მარტო ვარ სახლში, არ ვარ მარტო ჩემ თავთან, სულ მგონია, რომ კამერა მიღებს, ყველა პოზაში, ახლაგაღვიძებულიც მინდა ლამაზი ვიყო, ლამაზად მეცვას, საწოლშიც, როცა ვდგები, ლამაზად მინდა… როცა ვბანაობ, საკუთარ თავს ვუყურებ, ლამაზად მინდა ვიბანაო და გამომუშავებული მაქვს. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცას მოეწონოს, მე თვითონ ვიღებ სიამოვნებას საკუთარი თავისგან.
ბედნიერება უნდა შეგეძლოს შენ, შენ თავთან. მთავარი ეგ არის. როცა სწავლობ შენი თავის სიყვარულს და მარტო სწავლობ იყო ბედნიერი, მერე ურთიერთობაშიც ბევრად მაგარი ხარ.”
კომენტარები