კავკასიის უნივერსიტეტი – გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია

869 ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ, რომლებსაც სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება მიუვიდათ. „გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“,- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.