• რეკლამა
  • კონტაქტი
17:41, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კბილების გახეხვის 10 წესი – რა პერიოდში ერთხელ უნდა ჩაიტარო პროფესიონალური წმენდა?

ალია ავტორი - ალია
18:48 10-11-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
953

კბილებზე ნადები, გარდა იმისა, რომ არაესთეტიურია, ყველაზე მეტად უწყობს ხელს კარიესს და მოგვიანებით კი, ისეთ პროცესებს, რომლებსაც კბილის დაკარგვამდე მივყავართ. ასევე, ზრდის ღრძილების დაავადების რისკებს. შესაბამისად, კბილების სწორად გახეხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კბილების გახეხვა რომ კარგია ბევრმა იცის, მაგრამ იცოდი, რომ კბილების დასუფთავების არასწორი მეთოდი ზოგჯერ უარესს შედეგს იძლევა და საზიანოა ჯანმრთელობისთვის?

ნადების მოსაშორებლად საუკეთესოა საშუალო სიმკვრივის კბილის ჯაგრისები და ფტორის შემცველი კბილის პასტები. ეს ორი ერთად, ამცირებს ქვების წარმოქმნას, ხელს უშლის კარიესის განვითარებას. 

კბილების სწორად გახეხვის 10 წესი

  1. კბილის ჯაგრისით, პასტა თანაბრად გადაანაწილე ჯერ კბილების ზედაპირზე, ზედა კბილები უნდა გაიხეხოს 2–3 ნაწილად. თითოეულ მონაკვეთზე 5–5 მოძრაობით. დაიმახსოვრე, ჯაგრისი უნდა მოძრაობდეს ისე, რომ დაახლოებით 45 გრადუსიან კუთხეს ქმნიდეს კბილის ზედაპირზე, მიმართულება ზემოდან ქვემოთ, ღრძილების კიდეს მხოლოდ მსუბუქად უნდა ეხებოდეს,  კბილების არამხოლოდ გარე ზედაპირი, არამედ შიდა მხარეც უნდა გაიწმინოს.
  2. ქვედა კბილების გახეხვაც იგივე პრინციპით ხდება, როგორც ზედა კბილების, 2–3 ნაწილად ვიხეხავთ, 5–5 მოძრაობით თითო მონაკვეთზე, ოღონდ ამჯერად ჯაგრისი მოძრაობს ქვემოდან ზემოთ. ქვედა კბილების შიდა ზედაპირის გასუფთავება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ხშირად ნადები სწორედ აქ გროვდება.
  3. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე გვერდით კბილებს, სადაც ასეთი იდეალური პირობებია დენტალური ნალექისთვის. 
  4. საღეჭი კბილების ზედაპირი იწმინდება უკვე ჰორიზონტალური მოძრაობებით. 
  5. მას შემდეგ, რაც კარგად გაიხეხავ, დაამუშავე გვერდითი კბილების ზედაპირები წრიული მოძრაობით – დაიწყე ბოლო კბილიდან ცენტრისკენ. ხოლო წინა კბილები კი ვერტიკალური მოძრაობით. ეს აუცილებელია კბილთაშორისი სივრცის გასაწმენდად. 
  6. კბილების გამოწმენდის შემდეგ, გამოივლე ფტორის შემცვლელი სტომატოლოგიური სავლები, ან წყალი.
  • ცნობისთვის, კბილთაშორისი სივრცეების დამუშავება მიზანშეწონილია სპეციალური სტომატოლოგიური ძაფით. 
  1. კბილების გახეხვა, წესით, ყოველი კვების შემდეგაა საჭირო, მაგრამ აუცილებელია გაიხეხო დღეში ორჯერ მაინც, დილით, საუზმის შემდეგ და საღამოს, ძილის წინ,. 
  2. ჰიგიენური მიზნებისთვის მიზანშეწონილია გამოიყენო ხელოვნური მასალისგან დამზადებული ჯაგრისი. 
  3. ჯაგრისი, გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს კარგად, საპნით, ხოლო გამოყენებამდე, კარგად უნდა გაავლო გამდინარე წყალი. 
  4. ჯაგრისი უნდა შეცვალო 3 თვეში ერთხელ.
გაითვალიწინე!

ბავშვების სარძევე კბილები არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ამიტომ განსაკუთრებით დაუცველია: მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. შეიძინეთ საბავშვო ჯაგრისები და კბილის პასტები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისთვის: ისინი არ დააზიანებს  ბავშვების კბილების სუსტ მინანქარს. მათეთრებელი პასტების გამოყენება ბავშვებში, კატეგორიულად აკრძალულია!

კბილების პროფესიონალური წმენდა

კბილების გამოხეხვა ყოველდღიური, აუცილებელი პროცედურაა, თუმცა, არასაკმარისი იმისათვის, რომ ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნო. 

კბილებზე საკვების მცირე ნაწილაკები და ბაქტერიები მაინც გროვდება. მიუხედავად გახეხვისა, დროთა განმავლობაში ეს ნადებად წარმოიქმნება და გარდა იმისა, რომ ართმევს კბილებს ბუნებრივ სითეთრეს, ქმნის ყველა პირობას კარიესის განვითარებისთვის. კბილის ჯაგრისით ასეთი ნალექების მოშორება შეუძლებელია.

კბილების პროფესიონალური წმენდა, პროფილაქტიკისთვის შეუცვლელი მეთოდია. კბილების წმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობს: მექანიკური, ქიმიური და ულტრაბგერითი. მექანიკური წმენდა საკმაოდ რთულია და დიდია მინანქრის დაზიანების საფრთხე, რასაც შემდგომ სერიოზული სტომატოლოგიური მკურნალობა დასჭირდება.  

პრევენციული წმენდა უნდა ჩატარდეს, მინიმუმ 6 თვეში ერთხელ, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც.

მკურნალობამდე უნდა ჩაიტარო წმენდა, თუ მკურნალობის შემდეგ?

კბილის ქვა ჩნდება მინანქრის ზედაპირზე. კარიესი ხშირად ვითარდება მის ქვეშ, კარიესმა შეიძლება კბილი ისე გაანადგუროს, ქვის გამო, არც კი გამოჩნდეს. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია კბილების გაწმენდა მკურნალობამდე.

3 დადებითი შედეგი, რომელიც კბილების გაწმენდით მიიღწევა:

პრევეციულ, გეგმიურ წმენდას შეუძლია თავიდან აგვარიდოს ღრძილების პრობლემები, ხშირი სტომატოლოგიური მკურნალობა.

მეორე მიზეზი ესთეტიკაა. ჯანსაღი, გაწმენდილი კბილები ლამაზად გამოიყურება და შენს ღიმილს მიმზიდველს ხდის. 

მესამე მიზეზი არის სტომატოლოგიური მკურნალობის ეფექტურობა. უხვი ნადები და ქვები არ იძლევა კარიესის ყველა კერის იდენტიფიცირების საშუალებას, რასაც დროთა განმავლობაში სავალალო შედეგებამდე მივყავართ.  

ულტრაბგერითი წმენდა

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია კბილის ნადების მოცილება ულტრაბგერის გამოყენებით.

მეთოდის უპირატესობები: ასუფთავებს კბილებს ნებისმიერი ნალექისგან: აშორებს მყარ ქვასაც უპრობლემოდ, მათ შორის ძნელად მისადგომ ღრძილისქვეშა ადგილებში;

პროცედურას აქვს თერაპიული ეფექტი, თრგუნავს მიკრობების განვითარებას და ამცირებს ღრძილების ანთებას.

არ ახდენს მექანიკურ გავლენას მინანქარზე და არ აზიანებს მას.

როგორ ტარდება პროცედურა?

სპეციალური აპარატით, ულტრაბგერა აშორებს ქვას კბილს და ასუფთავებს ამ უკანასკნელს. პარალელურად, წყალი და ანტისეპტიკური საშუელებები უხვად მიეწოდება საქშენით, რაც კბილის ზედაპირს დეზინფექციას უკეთეს და აშორებს ნაწილაკებს. გაწმენდისას პაციენტი გრძნობს მხოლოდ მსუბუქ ვიბრაციას. ღრძილების ქვეშ უბნების გასუფთავებამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე დისკომფორტი მხოლოდ. ჰიპერმგრძნობიარე კბილების მქონე პაციენტებისთვის უმჯობესია ულტრაბგერითი წმენდა ადგილობრივი ანესთეზიით, სხვა შემთხვევაში, ტარდება ანესთეზიის გარეშე.

პროცედურა უნდა ჩატარდეს რეგულარულად, 6-12 თვეში ერთხელ. 

კბილისა და ნადების პროფესიონალური გაწმენდა საჭირო იქნება უფრო ხშირად, თუ:

სახლის კბილების წმენდა ტარდება არარეგულარულად ან არასწორად, პაციენტი ბევრს ეწევა, დამონტაჟდა გვირგვინები და იმპლანტები. 

ბრეკეტების მქონე პაციენტებს სჭირდებათ ულტრაბგერითი წმენდა ყოველ 3 თვეში.

წმენდა ჰაერის ნაკადით 

კბილების პროფესიონალური წმენდის ეს მეთოდი საშუალებას გაძლევს მარტივად გაიწმინდო რბილი ნადები კბილებზე და აღადგინო მათი ბუნებრივი ფერი და სითეთრე სულ რაღაც ნახევარ საათში.

როგორია პროცედურა?

ჰაერის, წყლისა და აბრაზივის ნარევი მძლავრი ჭავლით ურტყამს კბილებს სპეციალური აპარატის მეშვეობით. ეს ნაკადი ანგრევს ნადების რბილ ნაწილაკებს, იდეალურად ასუფთავებს კბილის ზედაპირს, კბილთაშორის სივრცეებს ​​და ღრძილების ქვეშ არსებულ ადგილებს. კბილის მინანქარი არ ზიანდება ასეთი გაწმენდის დროს. კბილის მინანქარი ხდება გლუვი, რაც კბილს უბრუნებს ბუნებრივ ფერს. 

გვახსოვდეს, სტომატოლოგს შეუძლია მიაღწიოს საუკეთესო ეფექტს კბილების პროფესიონალური წმენდისას რამდენიმე მეთოდის კომბინაციით.

ყურადღება!

კბილების წმენდა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, თანამედროვე აპარატურით და კბილის მინანქრისთვის უსაფრთხო მასალის და პროცედურის გამოყენებით.

რეკომენდაციები პროცედურების შემდეგ

პროცედურის შემდეგ, უნდა გაითვალისწინო სტომატოლოგის რეკომენდაციები, თუმცა, არის ზოგადი რჩევები, რომელიც ყველა შემთხვევაში გამოგადგება:

თავდაპირველად, ყოველდღიური პროცედურებისთვის გამოიყენე კბილის მხოლოდ რბილი ჯაგრისი და კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვის. 

გამოიყენე პირის ღრუს სავლები საშუალება.

როგორ ავარჩიო სტომატოლოგიური კლინიკა?

როგორც ჩემი სტომატოლოგი ამბობს, მთავარი სტომატოლოგსა და პაციენტს შორის, ნდობაა, როცა პაციენტი ენდობა სტომატოლოგს, მოდუნებულია, არ არის დაძაბული, საშუალებას აძლებს თავისუფლად და სწრაფად მუშაობის. 

მე კლინიკა ავარჩიე იქ, სადაც არაერთი განცხადებაა თავმოყრილი, ავარჩიე რამდენიმე კრიტერიუმით, არ დავმალავ, ჩემ შემთხვევაში, დროის სიმცირიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, ყოფილიყო ჩემ უბანში.

მეორე კრიტერიუმი იყო სისუფთავე, დავათვალიერე ფოტოები, შემდგომ ადგილზე მივედი და დავრწმუნდი, რომ ზუსტად ის მდგომარეობა დამხვდა, რაც ფოტოებზე ვიხილე.

მესამე კრიტერიუმი იყო ყურადღება და პუნქტუალურობა.

მეოთხე, რის მიხედვითაც ავარჩიე, იყო გამოხმაურებები, ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ სტომატოლოგების მომსახურებით, კლინიკების განცხადებების ქვემოთ კომენტარებს უწერენ, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ და სიმართლე გითხრა, ეს რეკომენდაციები ძალიან დამეხმარა არჩევანის გაკეთებაში.

თუ შენ ჯერ ისევ არ დაგიწყია კბილების მოვლა, გირჩევ, არ გადადო, რაც მეტად გადადებ, პრობლემა მით მეტად იზრდება. მე პირადად, ძალიან ვნანობ, რომ ამდენი წელი 2 მითის ტყვეობაში ვიყავი: პირველი – ვფიქრობდი, რომ მეტკინებოდა და მეორე – ძვირადღირებული მეგონა. აღმოჩნდა, რომ კბილების პრევენციული მოვლა უმტკივნეულოა და ბევრად ბიუჯეტური, ვიდრე გვგონია. 

(R)

თეგები: კბილების მოვლასტომატოლოგისტომატოლოგიური კლინიკები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved