ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი “მთავარ არხთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ არ იცის რა საუბრებს გულისხმობს ის:
“არ ვიცი ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი. საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი.
მე გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, საქართველოსთვისთვის არასდროს გვითქვამს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, სადაც საქართველო იმყოფება, საქართველოს 20% არის ოკუპრებული რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდები ამ ძალიან დიდ ზეწოლას რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი კარგად და არავინ არ სთხოვს საქართველოს ამას, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო, ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ომი. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია შეაჩეროს. რა თქმა უნდა, აშშ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ რამენაირად ეს გავრცელდეს სადმე.
არავინ არ ითხოვს ან სთხოვს საქართველოს, რომ რამე გააკეთოს ისეთი, რაც მისთვის მოსახერხებელი არ არის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ რაც ამ მთავრობამ გააკეთა უკრაინის დასახმარებლად გაეროში, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, ასევე ჰუმანიტარული დახმარება ქართველი ხალხის მხრიდან, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აჩვენებდა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისთვის”
წყარო – მთავარი არხი
ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ “ბევრი თემა აქვთ”, მათ შორის სატელეფონო საუბრებში “რას ითხოვდნენ” ხელისუფლების მხრიდან.
„ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან“ – ირაკლი კობახიძე
კომენტარები