ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ვაგნერის ჯგუფი სრულად ლიკვიდირებულია.
ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადაც ავრცელებს ინფორმაციას, მათივე მტკიცებით, მათი პოზიციების დაკავების მხდელობის დროს გაანადგურეს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი. მოტორიზებულმა ბრიგადამ ინფორმაცია თავდაპირველად საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
კომენტარები