კესარია აბრამიძე, წინასწარი ინფორმაციით, დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია.
“პირველების” წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს.
ჯაიანი “პირველების” წყაროს ინფორმაციით, “რატის ბარის” თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა
დომენიკ მანგო კისოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,კესარიას ბოლო ფოტო ინსტაგრამზე, რომელიც შემდეგ ინსტაგრამიდან წაიშალა, მაგრამ ფეისბუქზე დარჩა. ხელისუფლება, რომელიც ტრიბუნებიდან ყვირის ჰომოფობიურ ტექსტებს, კიდევ უფრო დამნაშავეა ამ მდგომარეობის წინაშე! ბიძინა, შენ გადაეთრევი ამ ქვეყნიდან!”
კომენტარები