მოძრაობა “თეთრი ხმაურის” აქტივისტი, დავით სუბელიანი:
“კეტილეპტი ხომ გაიგეთ ყველამ რაც არის? მიშას რომ გორის ჰოსპიტალში თუ გლდანში აძლევდნენ როგორც საძილეს და ანტიფსიქოზური რომ აღმოჩნდა? რის გამოც, ექიმებმა დასკვნა დადეს რომ მიშას ფსიქოლოგიურად აწამებენ პენიტენციურ სისტემაში.
თუ მიშასთვის კეტილეპტის საძილედ მიცემა წამებაა, იგივე ქმედება, განხორციელებული ჩვეულებრივი პატიმრებისადმი, ხომ ასევე წამებაა? რა თქმა უნდა!
ხოდა ვინც ციხეს არ იცნობთ გეტყვით, რომ იქ კეტილეპტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. 90-95 % პატიმრების ყოველდღიურად იღებს კეტილეპტს, კიდევ არაერთ ფსიქოტროპულს, რომ მშვიდად ყოფნა და ძილი შეძლონ.
ბევრი საუბარი ყოფილა, რომ ციხე არ მუშაობს ადამიანების რეაბილიტაციასა და პოსტ-ციხე პერიოდისთვის მოსამზადებლად. ციხიდან გამოსული ადამიანი ძირითადად არის სრულიად მოუმზადეველი ‘სვაბოდისთვის’. წლების განმავლობაში ფსიქოტროპულებით და კეტილეპტით გაჟღენთილი ადამიანები პირველ რიგში მენტალურ გაჯანსაღებას, მკურნალობას საჭიროებენ.
რომ არა მიშას თემა, ამ ყველაფერზე, როგორც წამებაზე არ მქონდა ნაფიქრი. უფრო იმას ვფიქრობდი, რომ ციხე მასიურად ‘აწყნარებს’ ციხის პოპულაციას ფსიქოტროპულებით. როგორც წამებას ვერ ვხედავდი. ეხლა შევხედე და მეც ვიფიქრე, რომ წამებაა. წამება, რომელიც სულ მიმდინარეობს, 8 თუ 9 ათასი ადამიანის წინააღმდეგ!!!!
მე თვენახევარი დავყავი გლდანის ციხეზე. პირველივე დღეს, განადგურებულს და დაცემულს, ძილი რომ არ შემეძლო, ჩამახუტეს კეტილეპტი – პატარა ნატეხი მთიშავდა მომავალი კვირეების განმავლობაში. პოსტ-ციხე პერიოდიც უმძიმესი იყო, ვერ გავართვი თავი ჩემთვის ყველაზე კრიტიკულ ამბავს ცხოვრებაში, რამაც გამოუსწორებელი დარტყმა მომაყენა, ისეთი ტრამვა, რომელთან გამკლავება ძალიან რთული აღმოჩნდა. ფაქტია რომ მზად არ ვიყავი. ციხემ საერთოდ არაფრისთვის მომამზადა, გამანადგურა და დამცა პირიქით. მათ შორის ფარმაკოლოგიურად.
ხმა უნდა ამოვიღოთ ყველა პატიმრის დასაცავად. მადლობა მესამე პრეზიდენტს, უფლებადამცველებს და ცენტრი ემპათიასთან არსებულ კონსილიუმს, რომ ეს კეტილეპტის თემა ესე ამოაყირავა. ამის მერე გაჩუმება შეუძლებელია – კეტილეპტს ლამის ჩაივით ალევინებენ მთელ ციხეს.
Update: ეხლა დავამატე აქვე ეს სტატია, ნორვეგიული მიმოხილვაა. იმაზეა რომ ნორვეგიაშიც იყენებენ საძილედ და რომ ძალიან პრობლემატური საკითხია, და რომ კვლევები მის ეფექტურობაზე არ არსებობს ან ძალიან ცოტა არსებობს, არადამაჯერებელი პასუხებით. და ნუ მთავარი მაინც ის არის, რომ საძილედ არ შექმნილა – შიზოფრენიის და ფსიქოზის სამკურნალოდ შეიქმნა და ეგააა მისი ძირითადი გამოყენება.
Quetiapine კეტილეპტის, ან Seroquel-ის აქტიური ნივთიერებაა)
https://tidsskriftet.no/en/2019/09/kronikk/quetiapine-not-sleeping-pill
კომენტარები