ფილოლოგიის დოქტორი, მაკა სახურია:
“მოვიდა ცოტა ასაკოვანი ამომრჩეველი. გამოუცდელი იყო. სამი ბიულეტენი რატომ არისო? ხელმოწერა და ბეჭედი რად უნდაო? როგორ მოვნიშნოო? განუმარტეს, შემოხაზეო…
გვარი სრულად შემოვხაზოო? არა, ბატონო, მხოლოდ ნომერი შემოხაზეთო. მრგვალადო? კიო, მრგვალადო, წრისებურად შემოხაზეთო.
რეგისტრატორმა ცალკე აუხსნა და თავმჯდომარემ ცალკე განუმარტა.
გამოვიდა, კეცავს ამ ბიულეტენებს და ამბობს, ჯვარი დავუსვიო. მეუღლეც მოჰყვა უკან. ჯვარი რატომ დაუსვი, გამოდის, რომ გადახაზეო, ხომ გითხრეს, რომ წრე გააკეთეო? შემეშვი, ქალო, აქაც მეჩხუბებიო? და წავიდა…
რა უცნაურად გვაქვს მოწყობილი ეს ტვინები, ვააა… ვზივარ (დამკვირვებელი ვარ) და ვფიქრობ, ეს რა ფენომენია? თლა უნახავი და წერა-კითხვის უცოდინარიც არ ჩანდა… რაღაც საყოველთაო დეგრადაცია გვემართება რა…”
კომენტარები