ანალიტიკოსი გია აბაშიძე:
“მოგეხსენებათ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები არ ხმაურდება პროცესის დასრულებამდე. თუმცა, პირადობის მოწმობითაც ვადაგასული, ძებნილი დავით კეზერაშვილი ცდილობს, რომ როგორმე გაიგოს მის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიებაში არსებული მასალები. ამაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესაქმენალად მთავარ ინიციატორად ჩართო მოღალატე გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.
გუშინდელ ტელეინტერვიუში, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სავსებით ლოგიკური მოსაზრებები გამოთქვა – პოლიტტექნოლოგიურად მმართველ პარტიას აწყობს, რომ სააშკარაოზე გამოვიდეს მძარცველი კეზერაშვილის ავაზაკობა. თუმცა, რადგან პოლიტიკურზე უფრო მეტი ინტერესია ის, რომ გამოძიება წარიმართოს ბოლომდე პროფესიონალურად და შეგროვდეს ყველა უტყუარი მტკიცებულება, მანამდე ეს ყველაფერი არ უნდა გახმაურდეს პარლამენტში.
ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი ცდილობს მორიგ გაიძვერობას და იყენებს გახარიას, რომ დააინიციროს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. თუმცა, გაქცეული კეზერაშვილის პოლიტიკური ალღო რომ ლევან ხაბეიშვილის ერუდიციაზე უფრო დაბლაა, ეს არაერთხელ დავინახეთ.”
კომენტარები