ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ინგა გრიგოლია:
–რა ინტერესი ჰქონდათ მათ, რომ კულუარებიდან დაეგეგმათ კამპანია თქვენ წინააღმდეგ. კეზერაშვილთან თქვენც მშვენივრად პარტნიორობდით, სადღაც ჩაგეძაბათ ურთიერთობა და მერე რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა ამ ომში ნაციონალური მოძრაობის ეს ორი გავლენიანი ადმაიანი და რა ინტერესით?
ნიკა მელია:
–ეს პარტია მინდა ისეთის იყო, როგორც იყო წლების განმავლობაში, როცა ძალიან ბევრი ამომრჩეველი ჰყავდა.
ინგა გრიგოლია:
–იმ პერიოდში გენერალური მდივანი პარტიის ვანო მერაბიშვილი იყო.
ნიკა მელია:
–ეს პარტია ნამდვილად დგას უანგარო მსახურების შეგნებაზე. რაც შეეხება კეზერაშვილს, კეზერაშვილთან მქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობის სურვილი და კონტროლი სხვადასხვა რამეა, როდესაც დავრწმუნდი, რომ კეზერაშვილს აქვს სურვილი არაფორმალური გავლენის პარტიაში შემოტანის, ზოგ შემთხვევაში გვერდის ავლით, გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო ლიდერად, ვიღაც არ უნდა ყოფილიყო – მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა.
ინგა გრიგოლია:
–გაფინანსებდათ? კეზერაშვილის ფული კარგია და კეზერაშვილი ცუდია?
ნიკა მელია:
–თქვენ ტელევიზიას ხვალ და ზეგ ნებისმიერი სახის დონორი, თუკი აღმოუჩენს დახმარებას მივესალმები. ხვალ და ზეგ, ნაციონალურ მოძრაობას, ნებისმიერი დონორი, თუკი აღმოუჩენს დახმარებას, მივესალმები…
ინგა გრიგოლია:
–ბიძინა, უჩა მამაცაშვილი?
ნიკა მელია:
–(ისეთი დონორები), რომლებიც პროდასავლური ღირებულებებისაა, მაგრამ როდესაც იგი ცდილობს ხელში ჩაგდებას (პარტიის) ეს ხომ აღარ არის პარტნიორობა და თანამშრომლობა?
“ყველაფერი დაგეგმეს მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა – მე მიპირისპირდება ის ცუდი…” – ნიკა მელია
კომენტარები