ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” პასუხობს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს, რომელმაც მას შეახსენა, რომ დავით კეზერაშვილზე 2016 წელს კრიტიკულ და ხისტ განცხადებებს აკეთებდა, უწოდებდა კრიმინალს.
ინგა გრიგოლია:
-კეზერაშვილზე საოცრებებს ამბობდით.
ლევან ხაბეიშვილი:
-კეზერაშვილზე თქვენ ნუ ნერვიულობთ, მე და კეზერაშვილი თავად მოვგვარდებით. კეზერაშვილი არ არის ჩემი პოლიტიკური პარტნიორი, მე მასთან ერთად პოლიტიკას არ ვაკეთებ, მე პოლიტიკას ვაკეთებ, ჩემ თანაგუნდელებთან, ახლაგაზრდებთან ერთად. რაც შეეხება იმას, როცა ვამბობ, რომ ის ეხმარება ოპოზიციას, მე ამას მხოლოდ მივესალმები, რომ მას შეუძლია დახმარება. 2016 წლის შემდეგ იყო, რომ მან ოპოზიციური არხი დააფუძნა, 2016 წლის შემდეგ იყო, რო ევროსასამართლომ ეს ადამიანი გაამართლა, და 2016 წლის შემდეგ იყო, რომ ევრორეზოლუციებში ჩაიწერა, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური დევნილი – ვიმეორებ, ეს ყველაფერი მოხდა 2016 წლის შემდეგ.
კომენტარები