მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ და ეს ასე აღარ იქნება. ის საუბრობს ნაციონალურ მოძრაობასა და მის ლიდერებზე და ამბობს:
მით უმეტეს ამ მოცემულობაში, რაც ნაცებს სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე – ვაი, და ხაბეიშვილის მხარე – ვუი და პარტია არის ვაი–ვუი და არავის აქვს სურვილი ვაი–ვუის საქმე აკეთოს, გააკეთონ თვითონ თავის საქმე, მე გავაშუქებ, რასაც ესენი გააკეთებენ, ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ თავიანთი ადგილი სად არის.
ხაბეიშვილის მხარეს აგრეთვე ძალიან დიდი პრობლემები აქვს, მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ შეიძლება ჩვენ ყველას ჩვენი წრე გვყავს ნაცნობების და ახლობლების, მაგრამ არ შემხვედრია არც ერთი ადამიანი, არც ერთი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს. არავინ აპირებს ხმის მიცემას. კიდევ უარესიც, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია, ხაბეიშვილს ძირითადად, ვისთანაც მქონია შეხება, არასერიოზულად აღიქვამენ, უარეს შემთხვევაში დასცინიან და ა.შ. ხაბეიშვილი თუ რაღაცას გააკეთებს… ვაუ რაღაცა სჭირდება, რო დაგავიწყდე ეს ყველაფერი და აღარ მიაქცევ ყურადღებას, რომ “ლ”–ებით ლაპარაკობს და ა,შ, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავზე, იმისათვის რომ მოიპოვოს პატივისცემა და ხმები მოიპოვოს ადამიანების.
პლიუს ხდება ის, რომ ორივე მხარე პარაზიტირებს მიშას თემით, მელიამ დაიჯერა, რომ რაღაცა შეეძლო, არადა, მიშასთან რომ იყო მიკედლებული, იმიტომ ჰქონდა ის ხმები, ცუდი იყო ის, რომ ყველამ იცოდა რომ მას მიშასთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა და არ მოსწონდა მიშა, მაგრამ მიშას ხმებით ძალიან კარგად არსებობდა. ახლა ეს მხარე პარაზიტირებს მიშათი და მიშაც რომ მიხვდეს, რომ პატიმრობაში უკეთესი იყო ყველასთვის თავი დაენებებინა და თავისი თავი ხელახლა შეექმნა, უკეთესი იქნებოდა ყველასთვის.
“მელიამ დაიჯერა, რომ რაღაცა შეეძლო… იქნება სადღაც… ვეღარასდროს იქნება ის, რაც იყო” – გაბუნია
კომენტარები