“ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გიორგი ვაშაძე პარტიაში ხაბეიშვილის ჩასანაცვლებლად მიიყვანა და მისი თქმით, დღეს ვაშაძე პარლამენტში ხაბეიშვილის ადგილასაც კი იყო წარმოდგენილი.
,,შევარცხვინე მართლა, ვინც ხართ “ნაცმოძრაობაში” , ვიღაცასთან კაი ურთიერთობა მაქვს, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, ბელადი ვერ გაათავისუფლაო, ხაბე დანიშნეს, ხაბეს რას ვერჩი, ხაბე ჩემი მეგობარია. ხაბე არ მოსწონთ და ახლა ვაშაძე მოიყვანეთ და ვაშაძე დაისვით თავზე, ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას, ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას… და ისიც, მსხვერპლი რომ ჰყავს გვერდით, მანჯგალაძე და უბერავენ ჯიგრები ერთად, იმიტომ, რომ მოასკუპდნენ “ნაცმოძრაობას”. მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ვაშაძე 5 კაცით შემოვიდა პარლამენტში და ერთი შემორჩა, ის მსხვერპლი მანჯგალაძე, იმასაც გავათავისუფლებთ მალე. პოპულისტი, მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა, ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და ამით გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა და მერე გიკვირთ, ხალხი რატომ არ გვიწერს მხარსო და ამიტომაც იყო, რომ ემზადებით რევოლუციური სცენარისთვის “. – განაცხადა ზარქუამ
tvpirveli.ge
კომენტარები