ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გია გაჩეჩილაძემ, ,,ტაკიმასხარამ”, როგორც მას ,,მოფერებით” ვეძახით ,,პატარა გრეჩიხამ”, ახლა აღიარა, რომ 2008 წელს, სტადიონის აქცია თავად დაშალა, რადგან სააკაშვილს გაურიგდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ პროცესების შემსწრე და მონაწილე ვიყავი, როგორც ჟურნალისტი და პროცესს, ვაგზლის რკინიგზის სადგურამდე ვდიე, სადას ის დასრულდა შუაღამეს. ახლა ზოგიერთი ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი იცოდა. კაი ახლა, რაა, სინდისი ერთხელ მაინც მიიჩნიეთ მაგარ რამედ.
როდესაც გრეჩიხებმა იყვირეს სტადიონზე, სამებაში მივდივართო და რეალური გეგმა შეცვალეს (რუსთაველზე მიდიოდა ხალხი მანამდე), ყველა მიხვდა, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ტაძრის ეზოში მისული, აქეთ-იქით სირბილით დაღლილი ხალხი საათობით გარეთ აყურყუტეს და ტაძარში არ შეუშვეს. შიგნით შევიდნენ აქციის ე.წ. ლიდერები და ამბებიც კი რთულად გამოდიოდა გარეთ. ხალხი სანამ განაჩენს და საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, ზოგიერთები, ამ დროს, ფულის აღებ-მიცემობას აკვარახჭინებდნენ და საკუთარი ბედნიერი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნავდნენ. მერე რა მოხდა? რა და ყველაფერი ჩააკვარახჭინეს და იქ დარჩენილი, ძალაგამოცლილი ბრბო, ახლა რუსთაველზე გადარეკეს, სადაც ძმებმა გაჩეჩილაძებმა და რამდენიმე პოლიტიკოსმა, გულზე სულ ხელები იბრაგუნეს, ვაჟკაცობის აღთქმითა და კაიკაცობის სახელით. იქ დარჩენილები კი შემდგომ ვაგზლის მიმართულებით გაიმძღვარეს წინ და რელსებთან დაასრულეს ყველაფერი.
ბოლოს და ბოლოს, ჭორის დონეზე, ყველამ გაიგო, რომ ამ ვოიაჟით მათ დიდი ფული იშოვეს, თუმცა ისევ ,,ვაჟკაცურად” უარყოფდნენ დღემდე და ხალხის ნდობა- სიყვარულით თამაშს აგრძელებდნენ.
ალბათ ისიც უნდა გავიხსენო, რა ხრიკებით ატყუებდნენ ხალხს ამ აქციის დროს… აი, მაგალითად: ოქრუაშვილი ჩამოდის, მისი თვითმფრინავი წამი-წამზე დაჯდება და ხალხს ისიც წაუძღვება წინ რეჟიმის წინააღმდეგო… ცხვრებს რა უნდა და წინამძღოლი თხა, რომელიც სასაკლაოზეც სიამოვნებით გადარეკავს მათ. ჰოდა, ასეთი პოლიტიკური თხები უნდა მოვაკვეთოთ ქართულ პოლიტიკას, თუ გვინდა, ქვეყანა გვქონდეს და სულ ყანაში არ ვიყოთ დორბლგადმოდენილები. სასტიკად გავბრაზდი…
პოლიტიკური კიკო, რომელსაც ერთ დროს სანთლებანთებულმა ხალხმა დაუჩოქა, წმინდანივით, ფუი, შენი… ისე, საინტერესოა, ახლა რაში დასჭირდა ამის აღიარება, რომელი პოლიტმძორისგან ელოდება მაყუთს?!
არც იმას დავუვიწყებ გაჩეჩილაძეებს, ედიკას დროს კახეთში რომ დარბოდნენ იარაღით, ღვინის ქარხნებს ატერორებდნენ, თავისუფლებას უზღუდავდნენ და მაქინაციებით ჯიბეებს ისქელებდნენ. ხალხს? ხალხს ის, რასაც 7 ნოემბერს, რუსთაველზე, პატარკაციშვილს ეძახდა ჩვენი სასიქადულო პოლიცია ერთხმად. კახელებს, ,,ჯი ვი ეს” გაჩეჩილაძეების ,,შემწეობით”, ყურძენი ხეზე დაულპა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
დასკვა არის ის, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობს ხალხის დამონებას, ჩვენ კი იმიტომ გვაქვს ორი ხელი, ორი ყური, ორი ფეხი და ერთი დიდი თავი, რომ ვიფიქროთ, მონობა უფრო მაგარი ტიპობაა თუ თავისუფლება? სხვა რომ არაფერი, დაუკვირდით, მონობას, ოდითგანვე, არავინ უძღვნიდა ლექსებსა და სიმღებს. აი, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობაზე კი შედევრებია შექმნილი.
,, გრეჩიხების მოგონილი” საკნების ქალაქის დაშლის ფაქტი ცალკე სასაუბრო თემაა. ეს იყო უნამუსობის მწვერვალი, რის შემდეგაც, მოკარვე ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი უნდა ჩაერეცხა ხალხს პოლიტიკურ უნიტაზში, მაგრამ ეჰ, აბა ხალხი? აბა ოპოზიცია? აბა პოზიცია? სად ვართ, ხალხო, სად?!
ძმები გაჩეჩილაძეები კი არა, ძმები აფერისტები ან თუნდაც ,,2 აფერისტი”.
კომენტარები