წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, ქართულმა ოცნებამ ბოლო მომენტში შეცვალა გადაწყვეტილება და წალენჯიხაში კონცერტს მართავს.
არსებული მოვლენების ფონზე წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ წალენჯიხაში არ ჩატარდეს საახალწლო ზეიმი და კონცერტი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა შევთანხმდით აღნიშნულზე, ოცნებამ ბოლო მომენტში შეცვალა პოზიცია და გადაწყვიტა წალენიხაში გამართოს კონცერტი.ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ არსებული მოვლენების ფონზე, მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიული წინააღმდეგია თვითმარქვია მთავრობის მიერ დაგეგმილი კონცერტის გამართვის. ასევე ასაღნიშნავია, რომ რაიმე სახის ღონისძიებაზე მერიას არ გაუცია ნებართვა და ყველა ღონისძიება რაც გაიმართება ქართულ ოცნების მიერ არის უკანონო. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მიიღონ შესაბამისი კანონიერი ზომები უკანონო ღონისძიებების მიმართ.საზოგადოებას მოეხსენება, რომ წალენჯიხამ ახლახანს დაკარგა გამორჩეული ადამიანი, არჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა.ევროპული მომავლისათვის ბრძოლის პროცესში კი ვხედავთ, თუ რამდენი ადამიანია უმოწყალოდ ნაცემი, დასახიჩრებული და უკანონოდ დაკავებული.სწორედ ამ მიზეზების გამო, მოსახლეობამ სამართლიანად ჩათვალა, რომ კონცერტი და ტაშფანდური უადგილოა წალენჯიხაში. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნებისათვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქართული, მეგრული ტრადიციები და ჯიუტად ცდილობს, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას.მივმართავთ ამ კონცერტში მონაწილე ყველა პირს, რომ უარი თქვან მასში მონაწილეობაზე.
ვაცხადებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია სოლიდარულია ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრის მიმართ და წალენჯიხელებისათვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია ქართლი ოცნების ზემოაღნიშნული ნაბიჯი, – წერს წალენჯიხის მერია.
კომენტარები