რაჭის ჯგუფში, მოქალაქეები წერენ:
“მეწყერი ჩამოწვა, სოფლის ზემოთ, არადასახლებულ ადგილას, სოფლეში სიმშვიდეა, თუმცა, ხალხია მოყოლილი. გადაადგილება სოფელსა და მეწყერის ტერიტორიაზე (ზევით ტყისკენ) ვერ ხერხდება. ღმერთმა ყველას უშველოს.”
“ჩვენ ზევით ვიყავით ტყეში და ასეთი ამბავი დაგვხვდა, ქვევით ისეთი ამბავი ვეღარ ჩავდივართ.”
“ხო შოვის შესასველში რო
კოტეჯები იყო და მაგ ტერიტორიაზე რაც რამე იყო წაიღოო”
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფებს ესაუბრა, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
კომენტარები