ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე:
” ხალხისძალა”-ს მხარდამჭერები და შესაძლოა წევრებიც თუ ხართ აქ, რაღაც კითხვები გამიჩნდა და იქნებ მიპასუხოთ ??
ხვალ რომ ბიუროზე კანონპროექტს აინიცირებთ (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) ყურადღებით წავიკითხე თავისი განმარტებითი ბარათის ჩათვლით და მაინც ვერ გავიგე შემდეგი :
1. კონკრეტულად რა გახდა დღეს ასეთი კანონის მიღების მიზეზი, საბაბი, ტრიგერი, რაც გნებავთ ის დაარქვით?
2. განმარტებაში რომ წერთ ასეთი კანონი არსებობს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაშიო, რუსეთში რომ არსებობს და აგერ სულ ახლახანს მიღებული, ამ ფაქტს რატომ არ აღნიშნავთ? მალავთ? გგონიათ არ ვიცით?
3. ეს კანონი მხოლოდ მედიას და არასამთავრობს რომ არ უნდა შეეხოს და თანაც შერჩევით რომ არ უნდა მოხდეს მისი სუბიექტების “გამოვლენა”, ამის გარანტიები სად დევს?
4. საქართველოში რომ მეზობელი სახელმწიფოების მიერ ნაღდი ფულით უხვად ფინანსდება მთელი რიგი ორგანიზაციები, ამათი აღრიცხვის საქმეს ეს კანონი აწესრიგებს?
5. რატომ არ ვრცელდება ეს კანონი იმ კერძო პირებზეც , ვინც უცხოეთიდან რეგულარულად იღებს ფულად დახმარებებს? საიდან ვიცით, ამ თანხების რეალური ან წარმომავლობა ან რეალურად რაში იხარჯება ეს თანხები საქართველოში? ( აბსურდია? კი, შესაძლებელია, მაგრამ ლოგიკურად იბადება ეს კითხვაც ამ კანონპროექტის “არსიდან” გამომდინარე).
6. რატომ არ ვრცელდება ეს კანონი იმ კერძო პირებზე და თუნდაც ორგანიზაციებზე, ვინც რეგულარულ ფინანსურ დახმარებას (საერთო შენოსავლის ხშირად 20-ს კიარა, არამედ 100 % ს) იღებს უცხო ქვეყნებში წარმოშობილი ფინანსური კაპიტალიდან.
7. და ბოლოს, მაინტერესებს მხარს დაუჭერდით თუ არა კანონპროექტს, რომელიც დაავალდებულებს ნებისმიერ კერძო პირს ( არა მხოლოდ საჯარო მოხელეს) მე-6 პუნქტში აღწერილ შემთხვევებში ყოველკვარტალურად გააკეთოს ასეთი შემოსავლების მიღების საჯარო დეკლარირება და ასეთ კერძო პირებს, ვინც რეგულარულად იღებს ფულად დახმარებას სხვადასხვა ფონდებიდან და რაც მისი საერთო წლიური შემოსავლის თუნდაც 20%-ს აღემატება, მიენიჭოს ამ ფონდის “გავლენის აგენტის” სტატუსი?
სულაც არ ვხუმრობ.
P.S. სადაც არ უნდა გადაამოწმოთ, მე პირადად და ჩემს ოჯახს არასდროს, არცერთი ცენტი გრანტი და დახმარება არ მიგვიღია არავისგან, მაგრამ საქართველოს რომ გასული წლების განმავლობაში მიეღო დიდი მასშტაბების ტექნიკური დახმარებები და გრანტები, აი ამაზე თავგადადებულს მიმუშავია).”
კომენტარები