“ხალხის ძალა” მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებს და ამჯერადაც ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს:
“ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მგომარეობით, მათ უკვე ყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში. სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის, ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა ამერიკაში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავაზება და ა.შ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. აღნიშნულმა სამართლებრივმა ზომებმა ასევე უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვავლინოთ უცხოელი აგენტები სასამართლო სისტემაში და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების კონკრეტული ზომები ავამოქმედოთ.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, სასამართლო სისტემაში არცერთი უცხოელი აგენტი აღარ დარჩეს, რისთვისაც სახელმწიფომ ყველა ლეგიტიმური საშუალება უნდა გამოიყენოს. მოსამართლის აგენტობა არის საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლინება და ამდენად, ამ მოვლენის მიმართ ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას ვერავითარი გამართლება ვერ ექნება.
თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს და დაუბრუნდება 2004-12 წლების უმძიმეს წარსულს, როდესაც სასამართლო სისტემა სისხლიანი აგენტოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული”
კელი დეგნანმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ საკმარისი მტკიცებულება აქვთ, რომ სანქცირებული პირები ჩართულები არიან კორუფციულ საქმიანობაში, ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.
კომენტარები