ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
“არც მიწისძვრა ყოფილა, არც რომელიმე სხვა სტიქიური უბედურება, მაგრამ სამტრედია-გრიგოლეთი ავტომაგისტრალზე მდებარე ხიდი, რომელიც რიონზეა გადასასვლელი, ჩაინგრა.
ჰო, ჩაინგრა, თუმცა საბედნიეროდ მსხვერლპი არ არის. ამ ხიდის მშენებლობაში საავტომობილი გზების დეპარტამენტმა, ალბათ, მილიონები თუ არა, ასეულობით ათასი მაინც დახარჯა, მაგრამ რათ გინდათ – ხიდი ჩაინგრა და ეს მაშინ, როცა წალენჯიხის ორ სოფელთან დამაკავშირებელი საცალფეხო, ანუ როგორც ხალხმა შეარქვა, „ბრუკლინის ხიდი“ ისევ ამაყად დგას, დგას, როგორც შეუპოვრობისა და გამარჯვების ძეგლი, გნებავთ, სიმბოლო!
ისე, თავის დროზე ამ „ბრუკლინის ხიდს“ ხელისუფალნი დასცინოდნენ, ვერ წარმოედგინათ, რომ მცირე სახსრებით მყარი ხიდის აგება შეიძლებოდა და თვითონ იგივე ზემოხსენებული ხიდის მშენებლობაში „ოთუზბირს“ ხარჯავდნენ, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ნუ დასცინი სხვასაო. ჰოდა, მოდით, ახლა ყველამ ერთად დავცინოთ საავტომობილო დეპარტამენტს, რომელმაც რიონზე ხიდი „ფაფისგან“ ააგო.
ისე, დასაცინი საავმტომობილო დეპარტამეტი კი არა, ჩვენ, ხალხი ვართ, რადგან ამათ მადას უსიტყვოდ ვაკმაყოფილებთ და ხმას იმაზეც კი არ ვიღებთ, რომ ხალხის ფული ჰაერში ქრება და რიონზე ფაფის ხიდს აშენებენ!”
კომენტარები