Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორის და მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორის რომან ბოკერია განცხადებას პერფომანსით ეხმაურება პოლოტიკოსი ბადრი გრიგალაშვილი.
ცნობისთვის, Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორი და მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისების აღდგენის თხოვნით მიმართეს.
გარდა იმისა რომ ბოკერიასვე განცხადებით, მან სწორედ ქართველი ხალხის სახელით მიმართა პუტინის მთავრობას ბოკერია ამბობს იმასაც, რომ საქართველო ისეთ სანქციებს არ უნდა შეუერთდეს, რომლებიც ქართველების ინტერესებს დააზარალებს.
“პირდაპირი ავიარეისები ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი 1 მილიონი ქართველისათვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფაქტორი. ვინ იფრენს და როგორ იფრენს ეს შეთანხმებას უნდა მოჰყვეს და უნდა იყოს რეგულირებული ვინ არა, ეს საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, გეთანხმებით… ყველა სანქცია უნდა იყოს უწინარეს ყოვლისა ქართველი ადამიანის, უბრალო ადამიანის მოსაზრების და მისი ინტერესების გაზიარება. თუ სანქცია ქართველი ადამიანის წინააღმდეგაა, ეს სანქცია მეც არ მჭირდება. ამიტომაა რომ დღევანდელ ქართველ მთავრობას მხარს ვუჭერ იმაში, რომ უწინარეს ყოვლისა უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული” – თქვა ბოკერიამ.
კომენტარები