პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ყატარის დღევანდელ ფორუმზე გამგზავრების გამო აკრიტიკებს და წერს:
“23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
შანსები ფაქტობრივად არ გვაქვს, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული, მტკიცე რწმენის მქონე პრემიერ-მინისტრი ურემის გადაბრუნების შემდეგ მაინც შეეცდებოდა საქმის სულ ოდნავ გამოსწორებას და ვიქტორ ორბანთან , კირილ პეტკოვთან ან რობ გოლობთან მაინც განიხილავდა ჩვენი ევროპული პერსპექტივის საკითხს.
ნაცვლად ამისა, ბ-ნი ირაკლი სომხეთსა და ყატარში გაემგზავრა, ზეგ შეიძლება როდეზიაშიც ჩავიდეს :(((
ეს ადეკვატური ქმედებაა ???
არადა, ქართველი ხალხისთვის ისეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღება, რომ გუშინ ლაშა ბუღაძის უნიჭო, მჭლე, ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი, კარიკატურული გამოსვლაც კი აიტანა, ამ ქვეყნის რამდენიმე მტერს ყურადღებაც კი არ მიაქცია და ზოგიერთების ბლუკუნს გაუძლო.
მხოლოდ ამისთვის ვიმსახურებთ პირდაპირ წევრობას.”
კომენტარები