ექიმი იაგო ფრანგიშვილი:
,,ერთმა ფრენდმა დაწერა, რა ხართ ეს გრუზინებიო, ახლა ხაბეიშვილს აკრიტიკებთ,
რატო არ შევარდა და არ აიღო ვივამედიო…
ეს ძაან დემაგოგიური რამაა.
არავინ ელოდა ხაბეიშვილის მიერ ვივამედის აღებას.
აი ეს მივუწერე კომენტარად და განსაჯეთ, ვარ თუ არა მართალი….
ხალხმა ხაბეიშვილი საქმისთვის აირჩია და თუ იცის ვინმემ, გაგავაგებინეთ ჩვენც,
ახლა რას აკეთებს,
გუშინ რა გააკეთა,
ან გუშინწინ,
ან ხვალ რა აქვს დაგეგმილი?
გასაკეთებელი ბევრია და მე არ ვარ ის პიროვნება, ვინც ,,ციხის აღების,, მომხრეა.
რა გააკეთა დიპლომატების დონეზე?
რა გააკეთა ევროპის ადამიანთა უფლების დაცვის დონეზე როგორც პარტკომმა?
რა გააკეთა ევროპარლამენტარების დონეზე როგორც პარლამენტარმა?
რა გააკეთა პრეზიდენტისადმი ოფიციალური მიმართვის დონეზე როგორც უდიდესი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ?
რა გააკეთა არასამთავროების დონეზე? მიმართა ვინმეს?
რა გააკეთა სასამართლოს დონეზე? მიმართა სასამართლოს საჩივრით რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის სიცოხლის ხელყოფაზე საქმე გაიხსნას?
აი ნახეთ რამდენი საქმე აქვს გასაკეთებელი?
შეხვდა კონგრესმენებს ჩამოსულები რომ იყვნენ?
და თუ არა, აგვიხსნა რატომ?
თუ იმათ არ უნდოდათ, ეს რატო არ აგვიხსნა და გვითხრა?
მოკლედ რა. გრუზინობაა ის, რომ თქვა ,,ვაცალოთ კაცო, ახალიაო,, და არა ის, რაც ევროპაშია მიღებული რომ მოსთხოვო აქტიურობა, მიუხედავად იმისა რომ მე ვზივარ ფეისბუკში.
აი ესაა პროფესიონალიზმი პოლიტიკაში.
მე ვზივარ აქ და ვთხოვ აქტიურობას იმას, ვინც არჩეულია აქტივობისთვის.
მე რომ ამირჩიოთ იმ პოსტზე, მერე მე მომთხოვეთ პასუხი და თქვენ ყველამ მხოლოდ უკაკუნეთ, არ გაგიბრაზდებით.
თუ არააქვს აზრი არც ამის და არც იმის მოთხოვნას, არც სასამართლოსი საჩივარს და არც ევროპარლამენტარებთან თუ კონგრესმენებთან შეხვედრას,
მაშინ რას ეტენები იმ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე?
გააკეთე ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და უარი გითხრა მოსამართლემ საქმის აღძვრაზე?
ან უარი გითხრა შენ წერილობით თხოვნაზე პრეზიდენტმა?
ასე ,,ვაცალოთ ვაცალოში,, გადაშენედა ეს ქვეყანა.”
კომენტარები