ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ხალხო ახალი განსაცდელი გველის. კრემლის პროპაგანდამ დედა დედაა მამა მამაას საფეხური გაიარა უკვე და ახალ ლეველზე ავიდა. გუშინ მარგარიტა სიმონიანი ამტიცებდა, მთელი დასავლეთი გაგიჟდა, ადამიანს შეუძლია თუ ადამიანობა მობეზრდა სპილოდ ან ოქროს თევზად გადაკეთდესო. მარტო რუსეთში ვართ ნორმალურები და ყველა ნორმალური ამის მერე დასავლეთიდან ჩვენთან გადმოვა და ბედნიერად იცხოვრებსო. თუ კრემლის პროპაგანდის საქართველოში შემოღწევის სიჩქარეს და მაშტაბებს გავითვალისწინებთ, მალე მდინარაძე ახალ კანონს დაწერს და აგვიხსნის, რომ რომ არა ქოცები, ადამიანების სპილოებად გადაკეთების პროცესი შეუქცევადად მოედება საქართველოს დასავლეთის გავლენით. ჩემი თუ არ გჯერათ, დაელოდეთ და ნახავთ?”
კომენტარები