ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, – ამ სიტყვებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლებას მიმართა
მან განმარტა, რომ ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ ქვეყანამ პანდემია დაამარცხა.
„ხომ გაქვთ შიდა ტელევიზია, ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. კარგად იქნება, მაგრამ ჯერჯერობით წინ გვაქვს ბევრი რამ, რადგან ოდნავ შემსუბუქდა, ხალხში ილუზია შეიქმნა, რომ დავამარცხეთ. არა, ჯერ ასე არ არის, შორს ვართ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები