პროდიუსერი, ნატო დუმბაძე:
“ფულით წახალისება ვაქცინაციის სანაცვლოდ ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი! ამ თანხით სჯობდა სადაზღვევო კომპანიებთან გაეფორმებიათ რაიმე სპეც ხელშეკრულება პანდემიის დასრულებამდე და თუნდაც ერთი წლით დაზღვევის პოლისი გადაეცათ იმ თანხის სანაცვლოდ,ხომ დავრწმუნდით რომ აცრილებს და აუცრელებსაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერაც ემართებათ, ისიც ხომ ნათელია უფასო ანალიზების რიგს რამდენი ხანი ელოდება ხალხი, შესაბამისად ექიმის ზარსაც, ბევრს შიში იპყრობს და ლოდინს ვერ უძლებს ამიტომ ისევ თავისი ჯიბიდან უწევს ამ ყველაფერის დაფინანსება იქნებ მოიფიქროს რამე ჯანდაცვამ!
კომენტარები