საფრანგეთში სამკურნალოდ წასული საქართველოს მოქალაქე უკვე ორი კვირაა უსახსროდ დარჩენილი ქალაქ ბორდოს ქუჩებში ათენებს. იგი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მან რამადენჯერმე საქართველოს საელჩოს მიმართა, სადაც განუმარტეს რომ სამშობლოში დაასაბრუნებელი ბილეთი მოქალაქემ საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინოს.
”მითხრეს რომ ფრენები არ იქნებოდა, უყურადღებოდ დავრჩი, დღეს არის სპეცრეისი და დაბრუნდით სამშობლოშიო, ვუთხარი რომ ფული არ მაქვს, ხან აეროპორტში მძინავს, ხან ვაგზალზე, ხან სად, ხან სად ახალ ნამკურნალებს, ავუხსენი ვითარება მაგრამ ვერ დაგეხმარებითო, რამადენჯერმე დავურეკე მითიშავდნენ ტელეფონს და არც გარკვევა ისურვეს, რა გვჭირდა და არც არავინ მოგვაკითხა”, – აცხადებს საქართველოს მოქალაქე ემზარ ვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო საფრანგეთმა ფრენები შეაჩერა და საქართველოს მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
კომენტარები