ექსპერტი ნინო ფოჩხუა „სქრინებს“ აქვეყნებს და წერს:
„ხანდახან მგონია სპეციალურად იქცევიან ასე, იმხელა ზიზღი აქვთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის, რომ იმ აგრესიიდან, რასაც საპასუხოდ ღებულობენ, სიამოვნებას ღებულობენ. არაფერს წარმოადგენენ, ვერ მოახდინეს საკუთარი თავის რეალიზება, ( წიგნის კითხვა, რეალიზება არ არის) ვერ დაიმსახურეს ხალხის სიყვარული და გაბოროტებულები არიან, იმას ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოება ასეთ ადამიანებს არ წყალობს და იმ პოლიტიკოსებს, ვისაც ეს ორი არარაობა მხარს უჭერს არასდროს არ მისცემს ხმას.“
კომენტარები