“დროას” წევრი, ბათუ ქუთელია, “ფორმულასთან” პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დღეს დაგეგმილ საახალწლო მიღებაზე საუბრისას, ამბობს:
“არაფორმალური შეხვედრები, საერთოდ სპონტანურად არ ხდება ხოლმე, წინ უძღვის დიდი მოსამზადებელი სამუშაო. რამდენად გასწია პრეზიდენტმა ეს მოსამზადებელი სამუშაო? ცოტა ალეგორიული და უხერხული იუმორი რომ ვიხმაროთ, ხანდახან ნაძვის ხე მარტო ნაძვის ხეა და მეტი არაფერი, ასე რომ შეიძლება, უბრალოდ, ნაძვის ხეა… გამოჩნდება.
შერიგება სიტყვა არასწორი მგონია, აქ არის ეროვნული თანხმობა იმაზე, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია და რეალურად, საზოგადოებაში არის მზაობა ამ თანხმობის და შესაბამისად, პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ოპოზიცია უფრო პასუხისმგებლობით იქცევა ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც იცის რომ მოპარული აქვს არჩევნები, იყენებს პოლარიზაციას ამის შესანარჩუნებლად, ეს თუ შეტრიალდება და ამაში პრეზიდენტი ითამაშებს როლს, ეს იქნება კარგი ნაბიჯი. იმედი ყოველთვის არის, რომ რაღაც ეტაპოზე, რომელიღაც ინსტიტუცია მაინც იმუშავებს.”
კომენტარები