ინფორმაციას და ფოტოს “მთავარი” ავრცელებს.
ხანძარია მარტვილის სოფელ ტალერში, არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქროს და ავეჯის ქარხანას უკიდია. ხანძრის სიძლიერის გამო, ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, გაუმართავი ელექტროგაყვანილობაა. ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარები