რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორში ხანძარია – ცეცხლის კერები ღვივდება და დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, – ინფორმაციას და ხანძრის ამსახველ ვიდეოს “ფეისბუქზე” სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აქვეყნებს.
მისი თქმით, ხანძარი ფიჭვნარის სასაფლაოების თავზე ღვივის.
იმას, რომ ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, ადასტურებს ახალგორის სახანძრო ნაწილის უფროსი, რომელიც ამბობს, რომ დღისით ხანძარს აქრობენ, ღამით კი ისევ ღვივდება.
კომენტარები