ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ აფხაზია“ ავრცელებს.
გამოცემას ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა რომან ლაბიიამ განუცხადა, რომ „სამინისტროს“ სპეციალისტები გაგრის რაიონში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გაემგზავრნენ.
მისივე თქმით, გაგრაში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ზუსტი ინფორმაცია დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხანძრის კერების უმეტესობა ძნელად მისადგომ ადგილებშია. ბიჭებს ცეცხლთან ბრძოლა შიშველი ხელებით უწევთ,“- აღნიშნა რომან ლაბიიამ.
შეგახსენებთ, სუსის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს ხელისუფლება დახმარებას სთავაზობს:
“ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება“
კომენტარები