ბერლინის სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხანგოშვილი ორი წლის წინ 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მეორე დღეს დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.
გერმანია აცხადებდნენ, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ქვეყნიდან საელჩოს ორი წარმომადგენელიც გააძევა.
კომენტარები