მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ნეტფლიქსის გადამღებ ჯგუფს ვახლდით აჭარაში.
დოკუმენტურ ფილმს იღებენ, ცდილობენ გაარკვიონ ადამიანების ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო.
თურმე მსოფლიოში 17 განსაკუთრებული ადგილია სადაც პროცენტულად მაღალი ციფრია ას წელს გადაცილებული მოხუცების.
ავსტრიელი პროფესორი, მკვლევარი რომელმაც უკვე ბევრი იმოგზაურა და ბუვრ საუკუნეს გადაცილებულ ადამიანს შეხვდა, გადაიღო, ჩაიწერა.. მიხსნის რა აერთიანებს ყველა მათგანს, იმის მიუხედავად ტიბეტში იცხოვრა, უზბეკეთში თუ აჭარის მთაში.
აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს:
-უცხოვრია დიდი, ზოგჯერ დაუჯერებელი ჯაფით და შრომით.
-სადაც დაიბადა იმ ადგილიდან შორს არსად წასულა და იქვე მოხუცდა.
-უმრავლესობამ გააჩინა და გაზარდა ბევრი შვილი.
-შესწავლილების უმრავლესობას არ აქვს მიღებული აკადემიური განათლება.
-ცხოვრების რაღაც ეპიზოდი აუცილებლად იყო მშიერი ან მრავალფეროვან, ნოყიერ საკვებს მოკლებული.
-ყველა მათგანი არის მადლიერი და თავისი ცხოვრებით კმაყოფილი.
-თავისი ხელით მოყვანილი, მოწვეული, შეგროვებულით იკვება და არა ნაყიდი, შორიდან მოტანილი საკვებით. სვა და ჭამა ჯანმრთელი, წყალი და პროდუქტი.
-იცხოვრა ოჯახის წევრების გარემოცვაში მათზე მზრუნველობით და დარდით.
-არასდროს არავისი არ შურდათ, ყველა მათგანმა იცხოვრა თავისი რთული მაგრამ თავისი ცხოვრებით.
ძალიან საინერესოა ეს ყველაფერი, ძალიან..
რისკენაც ადამიანი მიილტვის, იბრძვის, იღწვის როგორც ჩანს ეს საერთოდ არაა ხანგრძლივი ცხოვრების გასაღები, პირიქით..
მთაში ჩაწერილი სიტყვებია “გამჩენელი ღმერთისგან მადლობელი ვიქნები თუ კიდევ მაცოცხლებს, თუ მოვკდები და მოვკდე მაინც მადლობელი ვარ აქამდინაც ხომ მან მაცოცხლა… ღმერთს შუქური!!! თქვენაც გაცოცხლოთ და სწორი, გრძელი დღე მოგცეთ, გეიხარენით..”
ფოტო #ზაქარიაჭელიძე
კომენტარები