“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კობა ლურსმანაშვილმა 450 000 ლარი გაფლანგა ხარაგაულის ამფითეატრის “რეაბილიტაციისთვის”
ხარაგაულის ამფითეატრი ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა და ორი შეხვედრა ჩაატარა ამომრჩეველთან – მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ამპლუაში.
ამის შემდეგ, ამფითეატრი, რომლის “რეაბილიტაციაში” 450 ათასი ლარი დაიხარჯა, 5 წელია უფუნქციოა და ინგრევა. მაჟორიტარად ყოფნისას ლურსმანაშვილი ხელშეკრულებებს ავტოსატრანსპორტო მომსახურებისთვის უტენდეროდ უფორმებდა საკუთარ ძმას.
კობა ლურსმანაშვილი 2020 წელს ხელმეორედ გახდა ხარაგაულის მერი, მიუხედავად ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხებისა.
შედარებისთვის, ეს თანხა აღემატება მუნიციპალიტეტის ბოლო სამი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტს.
კომენტარები