ხარაგაულში მეზობლები პანაშვიდზე არ მივიდნენ, რადგან გარდაცვლილის ქვრივი დაკრძალვისთვის იტალიიდან ჩამოვიდა.
ქალი ოთხი დღის წინ დაბრუნდა და თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ის ამ დრომდე სოფელში იმყოფება. მოსახლეობის თქმით, ქალს ქმარი გარდაეცვალა და იტალიიდან ამის გამო დაბრუნდა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პანაშვიდებზე მეზობლები არ მივიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშინებულები არიან, რის გამოც ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა სოფელი უკვე დატოვა.
სოფელ ხუნევში ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს სამართალდამცველებთან ერთად ელოდებიან. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ქალის კარანტინში გადაყვანა იგეგმება.
კომენტარები