საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევებით გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემდეგი დასახლებები:
ზემო სალტოვი;
ზამუილოვკა;
ბაირაკი;
რუბეჟნოე.
მდინარე ჩრდილოეთ დონეცის დასავლეთ სანაპიროს უდიდეს ნაწილს აკონტროლებს უკრაინის არმია რაც რუსულ საოკუპაციო ძალებს ლოჯისტიკური მომარაგების გზებს უზღუდავს იზიუმის რეგიონში,
დამპყრობლები მასიურად ტოვებენ ხარკოვის რეგიონში მდებარე ბოროვოის რაიონს, 2022 წლის 9 მაისის მდგომარეობით, ბოროვოის თემი დროებით ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. მაგრამ გუშინდელი დღიდან რუსები მასიურად გაჰყავთ ჯარები ბოროვოიდან და ბოგუსლავკადან კუპიანსკის მიმართულებით. სწორედ კუპიანსკი არის ბოლო მაგისტრალური კვანძი რომლის საშუალებით რუსული საოკუპაციო ძალებს აქვთ წვდომა ბელგოროდთან (ამის შესახებ წინა პოსტებში ვრცლად დავწერედ და სწორედ ასე განვითარდა მოვლენებიც)
ამავდროულად, დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა რჩება სოფლებში იზიუმსკოე, დრუჟელიუბოვკა, ოლგოვკა, ჩერნეშჩინა, პერვომაისკოე, პოდვისოკოიე, გოროხოვატკა, ბახტინი. ეს დასახლებები იზიუმი ჩრდილოეთით მდებარეობს და სწორედ შემდგომ დღეებში ამ მიმართულებაზე გაიმართება დიდი შეტაკებები, უკრაინული არმია რკალს კრავს იზიუმის ჩრდილოეთიდან და ხარკოვის ოლქის ეტაპობრივი გათავისუფლებით რუსულ საოკუპაციო ძალებს შეტევების არეალებს უზღუდავს და მეთოდურად ანადგურებს.
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს!
დიდება გმირებს!”
კომენტარები