დღეს რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაიბომბა. ქალაქში ევაკუაციია გამოცხადებული. დერგაჩევსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვი. ინფორმაციას დერგაჩევსკის მერი, ვიაჩესლავ ზადორენკო ავრცელებს.
“რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი დერგაჩევსკის რაიონის დასახლებები. პრუდიანკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად სამმა ადგილობრივმა საშუალო სიმძიმის და მძიმე დაზიანებები მიიღო. მათ შორისაა 12 წლის ბიჭი და ორი შუა ხნის კაცი”, – აღნიშნა ზადორენკომ.
მისივე თქმით, მოხალისეების და ექიმების ოპერატიულობის წყალობით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დერგაჩევსკის რაიონის მცხოვრებლებს, დატოვონ დასახლება, გადავიდნენ უსაფრთხო ტერიტორიებზე და არ დაბრუნდნენ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.”
კომენტარები