უკრაინული მედია ხარკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელძღვანელზე, სერგეი ბოლვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში 534 ადამიანის ცხედარი იპოვეს – მათგან 226 ქალია, 260 კაცი, 19 კი ბავშვი. 29 ცხედრის სქესი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
მისივე იფორმაციით, ეს რაოდენობა მოიცავს იზიუმში, მასობრივ საფლავში ნაპოვნი ცხედრების რიცხვსაც (447).
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი მარტის დასაწყისში დაიკავეს. 2 აპრილამდე იზიუმი სრულად იყო ოკუპირებული. ინტენისიური დაბომბვის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურა განადგურდა, დაინგრა სახლები. თვეების განმავლობაშ ადგილობრივი მოსახლეობა წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე ცხოვრობდა. 10 სექტემბერს უკრაინელმა მებრძოლებმა იზიუმი გაათავისუფლეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები იზიუმის მოსახლეობას 6 თვის განმავლობაში აწამებდნენ – უკრაინის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ პერიოდში 1 000 ადგილობრივი მოქალაქე დაიღუპა. ომბუდსმენის, დმიტრი ლუბინეცის ინფორმაციით, იზიუმში ოკუპანტებისგან მოკლული ადამიანების რაოდენობა ორჯერ მეტია ბუჩაში მოკლულთა რიცხვზე.
გათავისუფლების შემდეგ, იზუმში აღმოაჩინეს 7 მასობრივი საფლავი, სადაც მოქალაქეები და ჯარისკაცები იყვნენ დასაფლავებული. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები, არის შემთხვევები, როდესაც ოკუპანტებმა ოჯახის ყველა წევრი მოკლეს. მოკლულთა 99%-ს ძალადობის კვალი აღენიშნება – კისერზე მოჭერილი თოკი, გატეხილი ძვალი, მოკვეთილი ორგანოები და იარაღით მიყენებული ჭრილობა.
კომენტარები