უკრაინულმა არმიამ ხარკოვის ოლქზე კონტროლი სრულად აღადგინა. ინფორმაციას ხარკოვის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს და წერს:
“ხარკოვს სრულად ვაკონტროლებთ. შეიარაღებული ძალები, ეროვნული პოლიცია და თავდაცვის ძალები ქალაქის მტრისგან გასაწმენდად მუშაობენ.
რუსი მტრები სრულად დემორალიზებული არიან. პირდაპირ ხარკოვში მტრის მანქანები შუა გზაზეა მიტოვებული. 5-10 კაციანი ჯგუფები, როგორც კი დაინახავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ნებდებიან”
კომენტარები